loader

ანტისანიტარია, ვირისა და ცხენის ხორცი - რითი ვიკვებებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანტისანიტარია, ვირისა და ცხენის ხორცი - რითი ვიკვებებით?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასში იძენდნენ ცხენისა და ვირის ხორცს, რომლის ტრანსპორტირებაც ხდებოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე კუსტარული წესით მოწყობილ ე. წ. ბოინში, სადაც ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ახდენდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დარბილება-დამუშავებას და მის შემდგომ რეალიზაციას ბაზრობებსა და სხვადასხვა კვების ობიექტზე საქონლის ხორცის სახით.