loader

ავტობანზე სატვირთო მანქანაში მამაკაცი დაიწვა - შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობანზე სატვირთო მანქანაში მამაკაცი დაიწვა - შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მოხდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების 6 ჯგუფი ხანძარს ორი საათის განმავლობაში ებრძოდა.

ცეცხლი ავტობანზე მოძრავ მისაბმელიან საწვავმზიდს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებმა და სამართალდამცველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.