loader

რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ანსამბლმა "რუსთავმა" ევროპარლამენტში "ჩაკრულო" შეასრულა - ვრცელი რეპორტაჟი სტრასბურგიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც ანსამბლმა "რუსთავმა" ევროპარლამენტში "ჩაკრულო" შეასრულა - ვრცელი რეპორტაჟი სტრასბურგიდან

ანსამბლმა "რუსთავმა" "ჩაკრულო" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე შეასრულა.
მომღერლების გამოსვლა ევროპარლამენტში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. პოლიტიკოსების ემოცია და აპლოდისმენტები ევროპარლამენტის დარბაზში დიდხანს ისმოდა.

მეორე დღეს, ემიგრანტებისთვის საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ანსამბლმა "რუსთავმა" კონცერტი გამართა. სტრასბურგის ერთ-ერთ მთავარ კათედრალში უამრავი ემიგრანტი შეიკრიბა. ანსამბლ "რუსთავის" კონცერტს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქის მერიც დაესწრო. ემიგრანტების განცხადებით, მსგავსი კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
ანსამბლის დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის განცხადებით, სტრასბურგში ჩატარებულმა კონცერტებმა მნიშვნელოვანი მისია შეასრულა და ევროპას კიდევ ერთხელ გააცნო ქართული კულტურა.

ანსამბლს 50-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 80-მდე ქვეყანაში 7000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

გიორგი ბერიძის სპეციალური რეპორტაჟი Palitravideo.ge-სთვის