loader

"დანგრეული ისტორიული ძეგლები, მშიერი ხალხი... განწირული ადამიანები და... ესენი ნოტრ-დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?!" - ანიტა რაჭველიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დანგრეული ისტორიული ძეგლები, მშიერი ხალხი... განწირული ადამიანები და... ესენი ნოტრ-დამის აღდგენაში მიიღებენ მონაწილეობას?!" - ანიტა რაჭველიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა მსოფლიო შეძრა.
რამდენიმე მსხვილმა ფრანგმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა გამოყოს სოლიდური თანხა ტაძრის აღსადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა ფრანგი ფრანსუა ანრი პინო, რომელიც ტაძრის აღდგენის ფონდში 100 მილიონ ევროს გადარიცხავს.
გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. "ფორბს.გე"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ის გადარიცხვას გეგმავს".
აღნიშნულ ფაქტს ემოციური პოსტით ეხმაურება ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.