loader

როგორ გამოიყურებდნენ მაკა ჩიჩუა და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურებდნენ მაკა ჩიჩუა და სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და პირველი ლედის ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, - ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით.

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.