loader

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - როგორ შლიან ხიდებს, რომლებსაც თითქმის, არავინ იყენებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო - როგორ შლიან ხიდებს, რომლებსაც თითქმის, არავინ იყენებდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, ხიდების დემონტაჟი ქალაქში 20 ადგილზე მოხდება. მათივე ცნობით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.