loader

"დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ დედა გარდაეცვალა " - იტალიაში 36 წლის ქართველი ემიგრანტი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მაგრამ ჯერ არ იცის, რომ დედა გარდაეცვალა " - იტალიაში 36 წლის ქართველი ემიგრანტი დაიღუპა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი, 36 წლის თამარ დარჩია გარდაიცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე წერს. 

"უკვე გარდაცვლილი ემიგრანტი დედისგან შენს პატარა შვილს, თამარ, იტალიიდან გაგზავნილი დაბადების დღის საჩუქრები ჩაუვა, მან ხომ არ იცის, რომ დედა გარდაიცვალა... არადა, როგორ გიხაროდა და როგორ უხაროდა შაბათი დღის მოსვლა..... საშინელებაა, მონატრებულ დედას რომ ვეღარ ჩაეხუტება და გულში ჩაიკრავს..... რა უსამართლო და სასტიკია ცხოვრება. 36 წლის ახალგაზრდა ემიგრანტი დედა, რომლის გულმა ვეღარ გაუძლო ოჯახის და შვილის მონატრებას....
შენ ეხლა გაკლია დედის სითბო და ალერსი. შენს დაბადებას ელოდა დედაშენი, უხაროდა, რომ შვილი მეყოლებაო. გაგაჩინა შენ, თვითონ კი საზღვარგარეთ ავად გახდა.... დედის ალერსს და სითბოს ვერავინ შეცვლის. შენი დედიკო ზეციდან მოგილოცავს დაბადების დღეს, ჩაგეხუტება და მოგეფერება სიზმრებში...
შენ ხომ ღმერთის მოვლენილი ხარ და ღმერთი და დედა ზეციდან არასოდეს არ მიგატოვებს...
უფალი გფარავდეს. გაიზარდე დიდი, და ჯანმრთელი.....
(დედას პირველად ჰქონდა მარტში დაბადების დღე შენ გარეშე და შენ აპრილში პირველად დედის გარეშე.....).