loader

"გთხოვთ, გადამირჩინოთ გოგონა; ძნელია, უყურებდე შვილს, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, მაგრამ წევს რეანიმაციაში" - დედის ემოციური მიმართვა საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთხოვთ, გადამირჩინოთ გოგონა; ძნელია, უყურებდე შვილს, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, მაგრამ წევს რეანიმაციაში" - დედის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

თეკლასთვის #გააზიარეთ #შემოგვიერთდით #წაიკითხეთ კომენტარებში ვამატებ მის ფოტოებს და ვიდეოს....
როგორ დავიწყო პოსტის წერა, არ ვიცი... მაგრამ ყველას გთხოვთ, გეხვეწებით, 7 თვის ბავშვს ნუ წაართმევთ იმის შანსს, რომ იცოცხლოს. ძალიან დიდი შანსია, რომ მან ეს დაავადება დაძლიოს და გადარჩეს. გეხვეწებით #უშველეთთეკლას
მას სპინალური ამიოტროფია დაუდგინეს საქართველოში. მისი წამალი არ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გადაყვანა ესაჭიროებოდა ევროპაში, კონკრეტულად საფრანგეთში. გადაყვანის დროს თეკლა ცუდად გახდა და ამ ეტაპზე უნგრეთში იმყოფებიან. იქ უტარდება პროცედურები, მაგრამ მისი ორგანიზმი არ ვიცით, ამდენს გაუძლებს თუ არა. ამ ეტაპზე ტრახეოსტომიით შედარებით უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ წინა კვირას ექიმებმა სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან  ესაჭიროება საფრანგეთში გადაყვანა, სადაც შესაბამისი მედიკამენტით დაუწყებენ მკურნალობის კურსს. ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მარტო ემერჯენსით გადაყვანა 11 000 ევრო ჯდება...

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ #თეკლასთვის და უსახსრობის გამო ნუ გავწირავთ მომავალ სიცოცხლეს.
ზედმეტია ყოველი დამატებული სიტყვა, მაგრამ მე მჯერა ყველა თქვენგანის.... ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ.