loader

რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ქართველები უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად და 2 გარემოება, რომელიც ბინის შეძენის დროს გასათვალისწინებელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომელ ქვეყნებში ყიდულობენ ქართველები უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად და 2 გარემოება, რომელიც ბინის შეძენის დროს გასათვალისწინებელია

ქართველების მხრიდან საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა იზრდება. გარდა ამისა, ტრანზაქციების მაჩვენებელი ყოველწლიურად 6-8%-ით მატულობს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Property Abroad-ში განუცხადეს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზრდა განსაკუთრებით ევროკავშირზე მოდის, რაც ერთი მხრივ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით არის განპირობებული. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მზარდი მოთხოვნა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ფიქსირდება.

Property Abroad- ში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ უძრავი ქონების შეძენის მსურველები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობენ ორ გარემოებას: რამდენად ექნებათ შანსი, ქონების შეძენისას დაიხმარონ იმ ქვეყნის საბანკო ინსტიტუტის იპოთეკური სესხი და როგორი იქნება მათთვის საინტერესო უძრავი ქონების გაქირავების პერსპექტივა, რათა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი, რომელიც ხშირად სესხის დაფარვის წყაროა.