loader

"5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, კორპუსს აწევდა, მთელი სადარბაზო დაბლა ჩაიყვანეს" - ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, კორპუსს აწევდა, მთელი სადარბაზო დაბლა ჩაიყვანეს" - ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში

ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში - დედაქალაქი და მისი მცხოვრებლები კიდევ ერთ ტრაგედიას ამჯერად გლდანში გადაურჩნენ.

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და "ყაზტრანსგაზს" შეატყობინეს.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ბინაში ონკანი ღია იყო და დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი გროვდებოდა. ადგილობრივების თქმით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა.

"5-10 წუთიც რომ დაეგვიანებინათ, კორპუსს აწევდა. მთელი სადარბაზო დაბლა ჩაიყვანეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილზე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა.