loader

რა რეპლიკით მოიგერია და ვის შეადარა ფინანსთა მინისტრმა გიგა ბოკერია მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას საუბარი შეაწყვეტინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რეპლიკით მოიგერია და ვის შეადარა ფინანსთა მინისტრმა გიგა ბოკერია მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას საუბარი შეაწყვეტინა

"ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ", - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. ივანე მაჭავარიანის აღნიშნული რეპლიკა საბანკო რეგულაციებზე საუბრის თემას მოჰყვა.

"ძირითადად ეროვნულ ბანკთან გვაქვს თანხმობა მთავარ პრინციპებსა და ხედვაზე. გეტყვით მარტივ ენაზე, რასთან გვაქვს საქმე. ვისაც თინეიჯერი შვილი ჰყავს, ყველა ვნერვიულობთ, გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. ასეა, ბატონი კობა ამბობს, რომ 10:00 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 23:00 საათამდე დატოვეთ", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

აღნიშნულზე კი გიგა ბოკერიამ მაჭავარიანს მიმართა, რომ მთავრობას მოქალაქეები ბავშვები ჰგონია.

"ვიცოდი კიდევაც, რომ ბავშვებად მიგაჩნიათ მოქალაქეები. ცუდი ანალოგი გამოგივიდათ ძალიან, მით მეტეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მანამდე ხალხის კულტურის ამაღლება დაისახა მიზნად", - აღნიშნა ბოკერიამ.
ბოკერიას მაჭავარიანმა ურჩია, რომ "ლეობორისტულ პარტიაში" გადავიდეს.

"თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ მაინცდამაინც ეს გინდათ; თუ არა და, "ლეიბორისტულ პარტიაში" გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.