loader

რა არის ცნობილი ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და რას ამბობს თავად მსახიობი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის ცნობილი ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და რას ამბობს თავად მსახიობი

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე განუცხადა.

სწორედ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში აცნობენ ამ წუთებში ბრალს ლევან ჯიბღაშვილს.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ლევან ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთაში, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.