loader

რა ვითარებაა ამჟამად დავით გარეჯში, სადაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრამდე მისასვლელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ამჟამად დავით გარეჯში, სადაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრამდე მისასვლელი გზა ჰქონდათ გადაკეტილი

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.