loader

ესპანეთში წარმატებული ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილი ორთაჭალაში ავარიის დროს გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ესპანეთში წარმატებული ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილი ორთაჭალაში ავარიის დროს გარდაიცვალა

გუშინ საღამოს ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათი ცნობით, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი - საავადმყოფოში. დაშავებულია ორი ადამიანი.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი მორაგბე გიორგი რეხვიაშვილია. იგი ესპანეთის ერთ-ერთ კლუბში თამაშობდა და საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. 30 წლის სპორტსმენს მეუღლე დარჩა.