loader

ბებია 10 წლის შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა: ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებია 10 წლის შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა: ბავშვის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან

თელავის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ სოფელში ბებია შვილიშვილს ფიზიკურად გაუსწროდა. 10 წლის ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სამართალდამცველებნა მოათავსეს. ექიმის თქმით, ბიჭს სახის და ხელის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილუჯე აღენიშნებოდა. მას ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები და სამედიციმო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს.

მომხდარით დაინტერესებული კახეთის სოციალური სამსახური,სადაც განაცხადეს რომ ფაქტს სწავლობენ და ბავშვი ამ ეტაპზე,მამიდასთან უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ბებიამ ბავშვს სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შერაცხყოფას. არასრულწლივანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან.

მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს,რამაც დაზარალებულისთვია ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.