loader

რა ვითარებაა კახეთში, სადაც მდინარეები ადიდდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა კახეთში, სადაც მდინარეები ადიდდა

კახეთში მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სპეციალური სამაშველო ტექნიკა და დამატებით მობილიზებული ცოცხალი ძალა მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას ცდილობენ.

გუშინ, ღამით, მდ. ალაზნის წყლის დონის მომატების გამო მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტა. ვითარების დარეგულირებისთანავე, აღნიშნულ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ამ დროისათვის, კახეთში აღარ წვიმს. შეინიშნება მდინარეების კალაპოტებში წყლის დონის კლება. დატბორილი ტერიტორიიდან წყლის ამოტუმბვა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებმა 150-ზე მეტ ოჯახს შესაბამისი დახმარება უკვე გაუწიეს.