loader

"რა გვიქენით ეს რომ გაგვანადგურეთ" - ავარიას ზეტაფონში ერთი კვირის წინ დაქორწინებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა გვიქენით ეს რომ გაგვანადგურეთ" - ავარიას ზეტაფონში ერთი კვირის წინ დაქორწინებული ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ახლადდაქორწინებული ცოლ-ქმარი დაიღუპა.

"პალიტრავიდეოს" ინფორმაციით, გარდაცვლილები ზორვეთის მკვიდრები: ალეკო ბარბაქაძე და მარიამ დოლუაშვილი არიან. ისინი ერთი კვირის წინ დაქორწინდნენ. წყვილი წუხელ ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სახლში დაბრუნების დროს კი ავარია შეემთხვათ.