loader

შსს-ს დამატებითი განმარტება, რატომ აჯარიმებენ არა კანონდამრღვევ მძღოლს, არამედ მანქანის მფლობელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს დამატებითი განმარტება, რატომ აჯარიმებენ არა კანონდამრღვევ მძღოლს, არამედ მანქანის მფლობელებს

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

ამ თემასთან ერთად, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "საღამოს ნიუსრუმი" დაინტერესდა, მოესმინა უწყების დამატებითი განმარტებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში შსს-ს მიერ მომზადებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით, პირებს, რომლებიც ავტომანქანას ფლობენ, მაგრამ მართვის მოწმობა არ აქვთ, ე.წ. ჭკვიანი კამერით სიჩქარის გადაჭარბების დაფიქსირების შემთხვევაში, მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმებენ და ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ საჭესთან თავად არ ისხდებიან.

"საღამოს ნიუსრუმის" კითხვებს შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა. 
გადაცემა "საღამოს ნიუსრუმი" ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 19:00-ზე.