loader

კადრები აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა

ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა.

"ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ. მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ " - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. უკვე ამოყვანილია კედლები, ახლო მომავალში დაიწყება გუმბათის დაშენება. აღდგენილ ტაძარზე უძველესი დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება. ფონდი "ქართუ" სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12, 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.