loader

ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლეს: გარდაცვლილი საკუთარ ბინაში შვილმა იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლეს: გარდაცვლილი საკუთარ ბინაში შვილმა იპოვა

ხაშურში 60 წლამდე ქალი მოკლეს. იგი გარდაცვლილი საკუთარ ბინაში შვილმა ნახა. ქალს ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

მეზობლები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ოჯახურ კონფლიქტს ასახელებენ. მათი თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის ხმა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალი სახლში რძალთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. დანაშაულიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ მამაკაცმა ჩაიდინა. მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი ყოფილიყო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.