loader

სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ოჯახებისთვის შესაძლოა, დამატებითი გადასახადი დაწესდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ოჯახებისთვის შესაძლოა, დამატებითი გადასახადი დაწესდეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, კომიტეტმა 2018 წელს დაიწყო პარლამენტის ისტორიაში პირველი თემატური მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლისგან შედგებოდა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოკვლევისას გამოითქვა ინიციატივა, რომ 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ოჯახებისთვის დამატებითი მოსაკრებელი განისაზღვროს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, 3 და მეტი ავტომობილის მფლობელებისთვის გადასახადის დაწესება მოსახლეობისგან წამოსული იდეაა და დამატებით მსჯელობას საჭიროებს.