loader

როენა ხუცურაულის, იგივე "მამიდას" ემოციები სასამართლო პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როენა ხუცურაულის, იგივე "მამიდას" ემოციები სასამართლო პროცესზე

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ სასტუმრო "მამიდას" მფლობელს, როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

ფოტოების ავტორი: გიორგი ჟამერაშვილი

ასევე იხილეთ: სასტუმრო "მამიდას" კათარზისად გადაკეთება მინდოდა... ვაღიარებ დანაშაულს - რა თქვა როენა ხუცურაულმა სასამართლო პროცესზე

"ვინ დაამშვიდებს ერთბაშად 1200 კაცს ღამეში?" - როენა "მამიდას" ლექსი მიუძღვნეს