loader

გოგიჩაიშვილი უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რომლებიც მისი თქმით, პარლამენტში აზარტულ თამაშებს ლობირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგიჩაიშვილი უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რომლებიც მისი თქმით, პარლამენტში აზარტულ თამაშებს ლობირებენ

"აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, პარლამენტის ხელმძღვანელობიდან იყო წმინდა ინტერესი გამოხატული", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.

"თუ არ ვცდები, "ალმა+"-ს აქვს რეკლამებზე მონოპოლია და პირდაპირ გეტყვით, რომ "ალმას" წარმომადგენლები დადიოდნენ დეპუტატებთან, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სთხოვდნენ, რომ რაღაცნაირად შევეზღუდე საკანონმდებლო წინადადებაში. როდესაც უმრავლესობა დავტოვე, ეს მარტივად გამოუვიდათ და კანონპროექტი ჩავარდა. შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს მათი ინტერესების გამო მოხდა. იმან, რომ საკანონმდებლო ორგანო სახალხო დაკვეთის წინააღმდეგ წავიდა და კონკრეტული კომპანიის ინტერესი გაითვალისწინა, გააჩინა განცდა, რომ პარლამენტში ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყიდოს ადამიანმა.

"რაც შეეხება სამომავლო გეგმას, კანონპროექტს ახალი სახე მივეცი. მამუკა მდინარაძე ამბობდა, რომ ისინი დაარეგისტრირებდნენ საკანონმდებლო პაკეტს ამ მიმართულებით, თუმცა, თუ მათ არ გააკეთეს, კვლავ ახლიდან დავარეგისტრირებ აზარტული თამაშების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივას.

უკვე ისე დამძიმდა სიტუაცია, რომ ტელევიზიებში გაჩნდა რეკლამები. ერთი თვეა, რაც ყოველდღიურ რეჟიმში დაიწყეს რეკლამები და მადლობა თქვენს კომპანიას, რომ უარი თქვით აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, 70%-ს თქვენ წაიღებდით, რადგან ინტერნეტსივრცეში ყველაზე ძლიერი თქვენი კომპანიაა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.