loader

"მართლა დავიღალე, აღარ შემიძლია" - 14 წლის გოგონას აუდიოგზავნილი მეგობარს მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამზე" უხამსი პოსტი გაუვრცელეს - ინტერნეტბულინგის ახალი შემთხვევა თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მართლა დავიღალე, აღარ შემიძლია" - 14 წლის გოგონას აუდიოგზავნილი მეგობარს მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამზე" უხამსი პოსტი გაუვრცელეს - ინტერნეტბულინგის ახალი შემთხვევა თბილისში

რამდენიმე დღის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში "ინსტაგრამზე" მოსწავლეების შესახებ შეურაცხმყოფელი და ინტიმური სახის ინფორმაცია გავრცელდა. ბულინგის მსხვერპლნი, ძირითადად, 13-14 წლის მოზარდები არიან. 
ვიდეოში მოყვანილია ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას  აუდიო, "ინსტაგრამზე" მისი ფოტოთი გავრცელებული პოსტი ნახა. 

მსგავსი შინაარსის პოსტები დაახლოებით, 2 თვის წინაც გავრცელდა "ინსტაგრამზე". სწორედ მაშინაც 13-14 წლის მოზარდები იყვნენ ბულინგის მსვერპლნი. "ინსტაგრამზე" გავრცელებული ინფორმაცია კი, ძირითადად, სექსუალური ხასიათის იყო.

როგორც შსს-ში "პალიტრავიდეო"-ს უთხრეს,  უწყებაში ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს.