loader

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საოლქო კომისიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საოლქო კომისიაში

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით დაიწყო. კამათი მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრის, მაია გაწერელიას განცხადებას. გაწერელიას თქმით, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილნი არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ სჭირდება ეს მომსახურება.

კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა კი განაცხადა, რომ კენჭი ეყრება, დაემატება თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს.

გარდა ამისა, ხმაური მოჰყვა ცესკოს წარმომადგენლის, კობა კვარაცხელიას განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ასევე ცესკოს წარმომადგენელს მისი გაძევება აქვს განზრახული, თუ ის რაიმე განცხადებას გააკეთებს. ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.