loader

ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ბატკნით მივიდა და კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა - კადრები პანკისის ხეობიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე ბატკნით მივიდა და კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა - კადრები პანკისის ხეობიდან

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24 -ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა კომისიის წევრებს, ნამცხვარი და ყვავილები მიუტანა.

დანო თურქოშვილს საარჩევნო უბანზე ბატკანიც ახლდა. მანვე კომისიის წევრებს ლექსი წაუკითხა. თურქოშვილმა განაცხადა, რომ ამ ქმედებით კომისიის წევრების მიმართ პატივისცემა გამოხატა.

უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი იყო და საჩუქრის მიღებს არ ადასტურებს.

პანკისის ხეობის ხალაწნის თემში მაჟორიტარული ოლქი 5 სოფელს მოიცავს - ზემო, ქვემო და შუა ხალწანს, ასევე დუმასტურსა და ომალოს.

აღნიშნულ ოლქში საკრებულოს წევრის მანტატისთვის 11 კანდიდატი იბრძვის.