loader

"ნუთუ სულ არ შეგეცოდა?! რატომ აირჩიე შენი დაბადების დღე?!" - ქართველი ემიგრანტი იტალიაში ტბაში იპოვეს და წერილი, რომლითაც შვილმა დედას დაბადების დღე მიულოცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუთუ სულ არ შეგეცოდა?! რატომ აირჩიე შენი დაბადების დღე?!" - ქართველი ემიგრანტი იტალიაში ტბაში იპოვეს და წერილი, რომლითაც შვილმა დედას დაბადების დღე მიულოცა

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს მინაწერით: დედა აღარ ჰყავს, რამხელა სიმწარეა...

17.05.2019. ჩემს ყველაზე ლამაზ, ჩემს ყველაზე მაგარ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მეგობრულ დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს. ბედნიერებაა, როცა ასეთი მაგარი ადამიანის შვილი გქვია. ცხოვრებისეულ წარმატებას, ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებ. სიყვარული ხარ, 
ნეტა თუ მოასწარი შენი შვილის მოლოცვის წაკითხვა...

გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში. შემზარავი ამბავი გავიგეთ. თამარ, ეს რა გააკეთე? შენმა ვაჟკაცმა შვილმა ლაშამ დაბადების დღე როგორი სიტყვებით მოგილოცა და ეს რა საჩუქარი გაუკეთე, ნუთუ სულ არ შეგეცოდა... ნეტავი გეთქვა რაიმე შენი შვილისთვის, თუ გიჭირდა...
ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული... რატომ აარჩიე შენი დაბადების დღე, რატომ...

იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე...
რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები, თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს. სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა.
შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა.
"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თამარ ნეფარიძის გარდაცვალების გამო. თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ლაშა ჟორჟოლიანის ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.