loader

როგორ გეგმავდნენ ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩების ჩაწყობას, სუს-ი ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - "ჩვენ "სტრახოვკის" პონტში გვინდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გეგმავდნენ ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩების ჩაწყობას, სუს-ი ფარულად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - "ჩვენ "სტრახოვკის" პონტში გვინდა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ი განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით, ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა - 93 500 ლარი.