loader

"ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ, რა" - მოხდა თუ არა 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება "ქურდული სამყაროს" წევრების გაშარჟების გამო? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ, რა" - მოხდა თუ არა 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება "ქურდული სამყაროს" წევრების გაშარჟების გამო?

თვითმხილველები 51-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრობენ.

როგორც თვითმხილველი, ერთ-ერთი პედაგოგი ჰყვება, მე-12 კლასელები ერთმანეთს სკოლის გამოსასვლელ კარში შეეჯახნენ და კამათი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. სკოლის პედაგოგი კატეგორიულად გამორიცხავს დანის გამოყენებას.

მისი თქმით, ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და ინციდენტი მალევე აღიკვეთა გართულებების გარეშე. ინციდენტში მონაწილე ბავშვები ამჟამად სახლებში იმყოფებიან.

ადგილზე ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ ბავშვებს შორის ინციდენტი არა შეჯახების, არამედ ვიდეორგოლის გამო დაიწყო, რომელიც მე-12 კლასელებმა გამოსაშვებ ღონიძიებაზე გაუშვეს და რომელშიც ქურდული მენტალიტეტი იყო გაშარჟებული, თუმცა მშობლების ნაწილი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.


ასევე დაგაინტერესებთ: "კლასში როცა შემოვედი, მათ ვეგონე ბუნჩულა, ოთხი კაცი გადავირტყი, მოვაგვარე ქურდულად" - 51-ე სკოლის ჰიმნმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია