loader

51-ე სკოლის დირექტორი მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ განმარტებებს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

51-ე სკოლის დირექტორი მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ განმარტებებს აკეთებს

დაპირისპირება 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის - მელიქიშვილზე გუშინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ პირველი კომენტარი გააკეთა. დირექტორმა აღიარა, რომ კონფლიქტი სკოლის მოსწავლეებს შორის ნამდვილად მოხდა. ჩხუბის გამო კი სამართალდამცველებმა გამოჰკითხეს როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები და მანდატურის თანამშრომლები.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ჩხუბში მე-12 კლასელები არ მონაწილეობდნენ. მანანა თურქაძე კონფლიქტის მიზეზს არ განმარტავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაპირისპირება არ მომხდარა იმ ვიდეოკლიპის გამო, სადაც მოსწავლეები ქურდულ მენტალობას აშარჟებდნენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 



ასევე დაგაინტერესებთ: "ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ, რა" - მოხდა თუ არა 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება "ქურდული სამყაროს" წევრების გაშარჟების გამო?

"იყო დანების ტრიალი, ლეწვა, ნგრევა... ცემა-ტყეპა და უბედურება იყო" - ადგილობრივების თქმით, 51-ე სკოლის მე-12 კლასელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"კლასში როცა შემოვედი, მათ ვეგონე ბუნჩულა, ოთხი კაცი გადავირტყი, მოვაგვარე ქურდულად" - 51-ე სკოლის ჰიმნმა საზოგადოებაში რეზონანსი გამოიწვია