X
სროლა და დაპირისპირება რუსთავში: ჩხუბი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა
10:29 / 23-05-2019
სროლა რუსთავის XVII მიკრო-რაიონში, ერთმანეთს ფიზიკურად რამდენიმე მამაკაცი დაუპირისპირდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ჩხუბი რესტორნის გარეთაც გაგრძელდა. თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ, რომ ქუჩაში სროლის ხმაც ისმოდა. ნაცემია რამდენიმე მამაკაცი, მათ შორის, რესტორნის დაცვის თანამშრომელი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.




ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"ერთი დღეც არ არის გასული, რაც მერიამ ზარზეიმით გახსნა ადაპტირებული საცურაო ბილიკი,  მოვედი და..." - რაზე ჩივის შშმ პირი ბათუმის სანაპიროდან?