loader

მთავარი დაბრკოლება, რომელიც საქართველოში ბინის ყიდვის დროს მოსახლეობას ექმნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავარი დაბრკოლება, რომელიც საქართველოში ბინის ყიდვის დროს მოსახლეობას ექმნება

ბინის ყიდვის მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად ბანკების მხრიდან გართულებული სესხის გაცემა დასახელდა. "აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის" ცნობით, აღნიშნული მიზეზი ბინის მყიდველთა 38%-მა დაასახელა.

"აიფიემმა" ბინის შეძენასთან დაკავშირებული საბანკო რეგულაციების შესახებ, თბილისის მასშტაბით, 400 რესპონდენტი გამოჰკითხა. კვლევის მონაწილეები არიან ადამიანები, რომელთაც ბოლო 2 წლის განმავლობაში აქვთ ბინა შეძენილი ან უახლოეს 1 წელში აპირებენ ბინის შეძენას.

კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას - 69%-ს, სესხების გაცემისთვის არსებული საბანკო რეგულაციების შესახებ სმენია, 31%-ს კი ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

რესპონდენტებმა, რომლებსაც ახალი საბანკო რეგულაციების შესახებ სმენიათ, საბანკო რეგულაციების ამოქმედების გარდა, დაბრკოლებებს შორის დასახელდა ასევე: დოლარის კურსის აწევის გამო გაძვირებული სესხები, სესხის ლიმიტის შემცირება, მაღალი შემოსავლის მოთხოვნა და სხვ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილის - 34%-ის თქმით, ახალი რეგულაციების ამოქმედებით მათთვის არაფერი გართულებულა.