loader

"თავიდან 300 ლარი მქონდა დაახლოებით ხელფასი, მიზანდასახული ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი, მინდოდა ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა" - კალაძე მატჩების ჩაწყობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავიდან 300 ლარი მქონდა დაახლოებით ხელფასი, მიზანდასახული ვიყავი, ბევრს ვმუშაობდი, მინდოდა ჩემი ყოფითი მდგომარეობა გამეუმჯობესებინა" - კალაძე მატჩების ჩაწყობაზე

"თუ ვინმეს უნდა, რომ მაღალი ხელფასი ჰქონდეს, ცხადია, როდესაც ხარ სპორტსმენი, ფეხბურთელი, შენი სურვილია, რომ უფრო განვითარდე, წინ წახვიდე, მაღალი დონის კლუბებში ითამაშო. ამისთვის არსებობს ის, რომ განახორციელო ტრანსფერი, წახვიდე განვითარებულ ქვეყნებში. მეც ასე ვიყავი. თავიდან 300 ლარი მქონდა დაახლოებით ხელფასი", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, საქართველოში ყველა საფეხბურთო კლუბი თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაშია, ხოლო თუკი ვინმეს განვითარება და მეტი ხელფასი უნდა, კვალიფიკაცია საზღვარგარეთ უნდა აიმაღლოს.