loader

"ხდება გზის გამოყვანა აზერბაიჯანის მხრიდან" - რა კადრებს ავრცელებს დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხდება გზის გამოყვანა აზერბაიჯანის მხრიდან" - რა კადრებს ავრცელებს დავით გარეჯიდან ადგილობრივი გიდი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საზღვართან, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას ადგილობრივი გიდი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

"ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ჩვენ არ გვაძლევენ უბრალოდ ასვლის უფლებასაც კი მიმდინარე მოლაპარაკებების გამო..

მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ამ ინფორმაციაზე წვდომა, გაგვაგებინეთ, რა ხდება!!! რა გზას აშენებს სასაზღვრო ზონაში აზერბაიჯანი?" - ნათქვამია სტატუსში.