loader

"გთხოვთ, მოიხსენიოთ ლოცვაში, უძლურებაში მყოფი ჩემი მეუღლე ნათია" - რა დაავადება აღმოაჩნდა ჯონდი ბაღათურიას მეუღლეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გთხოვთ, მოიხსენიოთ ლოცვაში, უძლურებაში მყოფი ჩემი მეუღლე ნათია" - რა დაავადება აღმოაჩნდა ჯონდი ბაღათურიას მეუღლეს?

პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელიც "ქართული დასის" ლიდერია, "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში პოლიტიკოსმა განაცხადა, ნათიას სიმსივნე აღმოაჩნდა.
"ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით. ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე, ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გვეუბნებიან, რომ 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს".

ჯონდი ბაღათურიას სამი შვილი - ერთი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავს. პოლიტიკოსის მეუღლე ნათია ფოფხაძე გახლავთ.

მომზადებულია mshoblebi.ge -ს მიხედვით