loader

"26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ" - არქიმანდრიტ კირიონის კრიტიკული კომენტარი ხელისუფლებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ" - არქიმანდრიტ კირიონის კრიტიკული კომენტარი ხელისუფლებაზე

"მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ," - ამის შესახებ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი ინფორმაციით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ კვლავ განაახლა საგზაო სამუშაოები.

როგორც არქიმანდრიტმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.