X
სამხედრო ფიცის დადება 5 ლოკაციაზე - სად დაიფიცეს რეკრუტებმა და წვევამდელებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე
12:51 / 26-05-2019
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ფიცი საზეიმოდ დადეს. თბილისის გარდა (288 რეკრუტი), ფიცის დადება 5 ლოკაციაზე მოხდა (175 რეკრუტი და წვევამდელი) - ზუგდიდში - დადიანების სასახლეში, რაჭაში - მრავალძალის მონასტერში, ქართლში - კლდეში ნაკვეთ უძველეს ქალაქ უფლისციხეში, დუშეთში - ანანურის ციხის კომპლექსზე და ყვარელში - გრემის მონასტერში (ჯამში 463 რეკრუტი და წვევამდელი).
ცერემონიაში ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების იმ ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის ევროპის სარდლობის 1 ქვეითი დივიზიის 1 ბრიგადისა და საზღვაო ქვეითების ინსტრუქტორთა პირადი შემადგენლობა.
ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაიბარა.
ცერემონიალის ნაწილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, რომელიც მოედანზე ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შემოიტანეს.
ფიცის დადების შემდეგ მოხდა ხმოვანი ჩართვა რეგიონებიდან. ხუთივე რეგიონიდან ფიცის მიღების თაობაზე ცალ-ცალკე ჩააბარეს პატაკი თავდაცვის ძალების მეთაურს შემდეგი თანამიმდევრობით - ზუგდიდი, მრავალძალი, უფლისციხე, ანანური, გრემი, თბილისი.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ხდება ვალუტის ჯიხურებში მას შემდეგ, რაც ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
"კაცს დაგიყენებ, როგორ შიმშილობ, უნდა შეგამოწმოო! - ეს მღვდელია?!.." - უგულავა მამა დავით ისაკაძეზე
რუსი ოლიგარქის აღშფოთებული ქართველი ცოლის ლაივ-ჩართვა "რ2"-ის ოფისთან - "თავს კოშმარულად ვგრძნობ, გეგონება შემაფურთხეს"