loader

როგორ გამოიყურება მაგდა პაპიძე, რომელიც სასამართლოს შემდეგ საჯაროდ აღარავის უნახავს - ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული კამერამ კლინიკაში დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მაგდა პაპიძე, რომელიც სასამართლოს შემდეგ საჯაროდ აღარავის უნახავს - ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული კამერამ კლინიკაში დააფიქსირა

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ქმარ-შვილის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

„პრაიმტაიმმა" მოახერხა უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის კლინიკაში შეყვანისა და გამოყვანის კადრების გადაღება. ის სამედიცინო დაწესებულებაში გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მიიყვანეს. მაგდა პაპიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა, დღეს კი ექიმთან გეგმიურ შემოწმებაზე იმყოფებოდა. მედპერსონალის ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ერთ თვალში მას მხედველობა საერთოდ დაეკარგა, თუმცა ოპერაციაც და პოსტოპერაციული პროცესიც წარმატებით დასრულდა", - იუწყება გამოცემა.