loader

ქუთაისელი დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული საბოდიშო პოსტი, რომელიც მალევე წაშალა - რა დაწერა ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონას დას დამცინავად მიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისელი დეპუტატის მიერ გამოქვეყნებული საბოდიშო პოსტი, რომელიც მალევე წაშალა - რა დაწერა ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი გოგონას დას დამცინავად მიმართა

ცოტა ხნის წინ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქში" პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც სალომე ბარკერის ფოტოს აქვეყნებდა თანდართული ტექსტით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის დაა.

პოსტს მალევე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება, რის შემდეგაც საკრებულოს წევრმა ის "ფეისბუქიდან" წაშალა. მალევე ნანა კოსტავამ "ფეისბუქში" სტატუსი გამოაქვყნა, სადაც წერდა, რომ მომხდარი ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა და პატიებას ითხოვდა. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში კოსტავამ ეს სტატუსიც წაშალა. 

ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეა.



ასევე დაგაინტერესებთ: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დას ქუთაისის საკრებულოს წევრმა დამცინავი სტატუსი მიუძღვნა