loader

"ქართველი ქალი და არაბი ბიჭი ერთად ისხდნენ და ჰკითხეს, თქვენ გიყვართ ერთმანეთიო?" - მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველი ქალი და არაბი ბიჭი ერთად ისხდნენ და ჰკითხეს, თქვენ გიყვართ ერთმანეთიო?" - მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.