loader

"უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა..." - რას წერს ლაგოდეხში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი ბიჭზე, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფორმოდ, ყველანაირი დაზღვევის გარეშე შეხტა..." - რას წერს ლაგოდეხში მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველი ბიჭზე, რომელმაც 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვა

26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე მომხდარ ტრაგედიას 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის სიცოცხლე შეეწირა. გოგონას მაშველები გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. მისი ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.
შემზარავი ამბის თვითმხილველი ბექა მამუკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს ახალგაზრდა ბიჭზე, შალვა გელაშვილზე, რომლის დახმარებითაც მოხერხდა მდინარიდან გოგონას ცხედრის გამოყვანა.