loader

"ახლა კი დავწერ იმას, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა" - ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მიმართვას აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა კი დავწერ იმას, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა" - ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა მიმართვას აქვეყნებს

ლაგოდეხში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის დედა ლანა ნიკოლეიშვილი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრ ნანა კოსტავასა და სკოლა "ალბიონის" ადმინისტრაციას მიმართავს:

"ახლა კი დავწერ იმას, რასაც განვიცდი, როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა, რომელსაც შვილი მიწასაც კი არ მქონდა მიბარებული, როცა ვინმე ნანა კოსტავას დაწერილი პოსტის შესახებ გავიგე:

ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად! ყოველი ლოცვის შემდეგ, ჩემს შვილს რომ წავუკითხავ, ამ წყევლას გამოგიგზავნი შენ, არაქალო!

მანამდე კი, ლაგოდეხში პოლიციის განყოფილებში ძირს დაგდებულ გამწარებულ დედას, რომელიც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა, იქნებ შვილი ცოცხალი ეპოვათ სადმე, როგორ მესმოდა, სკოლა "ალბიონის" დირექტორი როგორ მოძღვრავდა თავის თანამშრომლებს, რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, ექიმი ახლდათ. ავტობუსი საბუთით და გამართული და ა. შ. ანუ საკუთარი ტრაკის გადარჩენაზე იყო ბაასი. მოგმართავთ ალბიონელო გარეწრებო! (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა) შვილი მომიკალით უყურადღებობით. დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ. აქ ყველაფერი ნათქვამია და გამოძიება მიხედავს." - ნათქვამია პოსტში.