loader

"ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა" - დედამ 24 წლის წინ დაკარგული შვილი ახლა იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა" - დედამ 24 წლის წინ დაკარგული შვილი ახლა იპოვა

დედამ აფხაზეთის ომში 24 წლის წინ დაკარგული შვილი ახლა იპოვა, - ვიდეოს სენაკის ქრონიკა ავრცელებს.

"ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო. წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.

დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა, როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად, თვითონაც და ჩვენც მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი. დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში" - ვიდეოზე კომენტარს ქეთი ბუცხრიკიძე წერს.