loader

"უყვებოდა ინტიმურ ისტორიებს, ფულსაც აძლევდა" - დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უყვებოდა ინტიმურ ისტორიებს, ფულსაც აძლევდა" - დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც "კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა".

ბავშვის ბებიის ინფორმაციით, გოგონამ მასწავლებლის ქმედების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობა, შევიწროების ფაქტები კი ტელეფონზე ჩაიწერა. თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს თავად სკოლის დირექტორი.

თავის მხრივ, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშორებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.