loader

რა ვიცით პილოტზე, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა და რას ამბობენ მის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით პილოტზე, რომელიც ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს მართავდა და რას ამბობენ მის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში

6 ივნისს "აჭარა ჯგუფის" კუთვნილმა კერძო შვეულმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმსის" ტერიტორიაზე დაფრენამდე. დაიღუპა პილოტი და "რუმსის" ორი თანამშრომელი.

ჩვენი ინფორმაციით, პილოტი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო მფრინავი ილო ბაიდაშვილი გახლდათ. მას სატრანსპორტო Ми-8-სა და საბრძოლო Ми-24 ტიპის შვეულმფრენებზე ფრენის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

გარდაცვლილები არიან ასევე პილოტის თანაშემწე კოტე საცერაძე და სასტუმროს თანამშრომელი თორნიკე მოსიაშვილი.