loader

რუსთავში მამაკაცმა ორსულ მეუღლეს არასრულწლოვნის თანდასწრებით სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში მამაკაცმა ორსულ მეუღლეს არასრულწლოვნის თანდასწრებით სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.