loader

"ავიატორ +"-ის დირექტორის მოადგილე ყაზბეგში ვერმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავიატორ +"-ის დირექტორის მოადგილე ყაზბეგში ვერმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს

ვერტრმფრენმა შემოწმების შემდეგ, როგორც რეგლამენტითაა გათვალისწინებული, სატესტო ფრენა შეასრულა. წარმატებული სატესტო ფრენის შემდეგ, ვერტმფრენი დაშვებული იქნა კომერციულ ფრენებზე, - ამის შესახებ ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის "ავიატორ +"-ის დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინაშვილმა "რუმსში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მომხდართან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა პირველ რიგში, მათ ინტერესებში შედის.

კითხვაზე, ვერტმფრენის ძრავა იყო თუ არა, შესაბამისი ყაზბეგის რელიეფისთვის, მოლოდინაშვილი პასუხობს, რომ ძრავი ექსპლუატაციის ნორმებს შეესაბამებოდა.