loader

ვინ არის ჟურნალისტი, რომელსაც ზაზა სარალიძემ წუხანდელი ეთერისას მადლობა გადაუხადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ჟურნალისტი, რომელსაც ზაზა სარალიძემ წუხანდელი ეთერისას მადლობა გადაუხადა

ზაზა სარალიძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "კვირის აქცენტები" გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტ ნანა ფიცხელაურს მადლობა გადაუხადა იმ პერიოდში გაწეული დახმარების გამო, როდესაც შვილმოკლული მამა სამართლებრივ ბრძოლას იწყებდა. 

ინტერვიუში, რომელიც გაზეთში 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, შვილმოკლული მამა ამბობდა, ადვოკატი არ ამიყვანია, ამის საშუალება არა მაქვსო..." "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ გამოთქვა სურვილი,  დაეცვა სარალიძის ინტერესები.

ნახეთ ნანა ფიცხელაურის სტატია, რომელიც გამოქვეყნებულია 2018 წლის 2 თებერვალს - "მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ჩემს შვილს უთქვამს, რომ მომკლან, ნეტავ რამდენი კაცი მიტირებთო. რამ ათქმევინა ეს სიტყვები"

ასევე ნახეთ: აღელვებული ზაზა სარალიძე ნიკა გვარამიასთან პირდაპირ ეთერში