loader

ამაღელვებელი მომენტი 6 წლის ქართველი მოჭადრაკის დაჯილდოების ცერემონიიდან - პატარა ჩემპიონები კვარცხლბეკზე და აჟღერებული საქართველოს ჰიმნი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი მომენტი 6 წლის ქართველი მოჭადრაკის დაჯილდოების ცერემონიიდან - პატარა ჩემპიონები კვარცხლბეკზე და აჟღერებული საქართველოს ჰიმნი

ფანტასტიკური შედეგი, 9-დან 9 გამარჯვება - 6 წლის დავით თათვიძე ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა! აღსანიშნავია, რომ დავითმა მთელი სამი (!) ქულით გაუსწრო, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა მსგავსი მასშტაბის ტურნირებში. პატარა ჩემპიონი ქუთაისში ცხოვრობს და მისი მწვრთნელი ნანა ჭეფხოძე გახლავთ.

9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო ორ პარტიაში გამარჯვებით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ბათუმელმა კესარია მგელაძემ (მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი)!
7-წლიან გოგონებში ბოლო ტურში შავი ფიგურებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ენი მაჭავარიანმა (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი)! მის აქტივში 9-დან 7 ქულაა.

აგრეთვე, დასკვნით ტურში გამარჯვების მოპოვებით ბრინჯაოსმედალოსანი გახდა 15 წლის ნია დონღვანი (თბილისი; მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა)!