loader

"საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება... გამოვიდა ტონა სიგელებით" - "როსტოს" დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საამაყო შვილი მყავს, რომელსაც არაფერი ეშლება... გამოვიდა ტონა სიგელებით" - "როსტოს" დედა

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის, იგივე „როსტოს“ დედის, მაია ქაჩრიშვილის განცხადებით, მას საამაყო შვილი ჰყავს, რომელსაც არაფერი ეშლება, არც ზრდილობა, არც კულტურა და არც სიყვარული ოჯახის მიმართ. ქაჩრიშვილის ინფორმაციით, "როსტო" პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 3 კვირის წინ გათავისუფლდა. როგორც ის აღნიშნავს, როსტოშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და წიგნებს კითხულობდა. ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42 გრამი ე.წ. კლუბური ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდათ.

ასევე იხილეთ: ლევან როსტოშვილი თავისუფალია - რა არის ცნობილი ტელეწამყვანის გათავისუფლებაზე